ესპანეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსის დადასტურების შესახებ ინფორმაციას, მისი პრესსამსახური ავრცელებს.
ვიცე-პრემიერი კარმენ კალვო მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.
ამ დროისთვის, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 47 610 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა 3434 ადამიანია, ხოლო გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 5367-ია.